In Memory of Giorgi Tukhashvili

This website is dedicated to commemorate Giorgi Tukhashvili’s life, honour his legacy, and raise awareness for the GT Startup Awards, an annual awards of Georgia’s startup ecosystem held in Giorgi’s name.

გიორგი ტუხაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად

ეს ვებგვერდი ეძღვნება გიორგი ტუხაშვილის ცხოვრების ხსონვის უკვდავყოფას, მისი მემკვიდრეობის გაგრძელებას, და GT Startup Award-ის ცნობადობის ამაღლებას — ყოველწლიური ჯილდო საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისათვის, რომელიც იმართება გიორგის სახელით.

About Giorgi Tukhashvili

Giorgi Tukhashvili, born on May 30, 1988, in Tbilisi, Georgia, tragically passed away on January 19, 2024, in Bakuriani, Borjomi district of Georgia, due to a skiing accident. The investigation into the blatant violations of the safety measures at the ski resort that caused the fatal accident is ongoing. The family and friends are deeply saddened and shocked by his sudden death.Giorgi is survived by his wife, Tamuna Nishniadze; four adolescent children - Anano, Elene, Mariam, and Andria; parents, Givi Tukhashvili and Nana Kapanadze; uncle - Gia Tukhashvili; sister, Tamar Tukhashvili; sister-in-law, Natia Nishnianidze; and grandmother, Lamara Kiladze. He also leaves behind in-laws, relatives, and friends.“A light of the world has gone dark,” Colin Donuhue, Giorgi’s friend and a business partner, reacted upon learning the tragic news. Indeed, Giorgi was a shining light in the lives of all who had the privilege of knowing him. His life was marked by love, compassion, passion for all his endeavors, and unwavering faith in God. Giorgi’s passing is an insurmountable loss for his family, friends, colleagues, and the entire country of Georgia.Despite relentless enthusiasm for his professional ventures, Giorgi was a devoted family man. As the loving husband and caring father of four, he fully dedicated himself to family activities and responsibilities. Giorgi instilled in his children the very values he embodied himself—respect, empathy, kindness, gratitude, self-discipline, perseverance, integrity, lifelong learning, and physical and mental well-being. His commitment to his family deeply resonated with everyone who knew him.As a co-founder of Kernel, a fintech startup, Giorgi led its mission to automate invoicing and unlock credit for millions of SMEs in developing countries. Having made frequent trips to India – Kernel’s primary market – he fell in love with its people, culture, and the country’s dynamic trajectory. Being a selfless leader, Giorgi inspired the Kernel team through unwavering dedication and spiritual integrity.Among the technology projects and companies where Giorgi made significant contributions, his time at TBC Bank stands out. After earning his BSc and MSc in Computer Science from Tbilisi State University, Giorgi joined TBC Bank as a software developer. There, he progressed to become the bank’s first business agile product manager and launched its fast loans platform. Giorgi’s former colleagues fondly remember his thoughtful guidance, quick wit, generous spirit, and the positive energy he brought to every project.In addition to being a startup founder, Giorgi was a startup ecosystem builder and an ardent supporter of other entrepreneurs. As a co-director of Startup Grind Georgia, his role was pivotal in forming and bringing Georgia’s startup community together. The 2019 Startup Grind Eurasia Connect conference in Tbilisi, which he co-organised, brought over 1,500 delegates and 30 speakers from all over the world. Giorgi’s contribution to the development of Georgia’s startup ecosystem is invaluable.A lifelong learner, Giorgi constantly sought self-improvement and generously channeled his hard-won insights back to others around him – a quality that made him an exceptional mentor. Through his work with Georgia’s Innovation and Technology Agency (GITA) and the Youth Entrepreneurship School of Georgia, he empowered countless entrepreneurs, taking immense pride in their growth and development. Giorgi also co-led several impactful startup and entrepreneurship programs.Sport was an integral part of Giorgi’s life. It taught him how to embrace discomfort and instilled a sense of competitiveness and perseverance. He took up swimming and water polo at an early age, rising to represent the national youth team in the latter. Having also practiced basketball and gymnastics, he showed immense aptitude for every sport that he took on. Giorgi firmly believed that a well-conditioned body was essential to withstanding life’s emotional pressures and achieving unbreakable perseverance.Life is not meant to be easy, but to be lived. And Giorgi lived his life to the fullest. In his 35 years, he experienced more of life’s breadth and depth than most. Though he faced his struggles, he chose to rise above them, embodying the qualities that made him a beacon of inspiration. Giorgi’s journey exemplifies the power of choice, growth, and unwavering dedication to bettering the world around him – his memory will forever remain in hearts, and his legacy will continue to make a positive impact.

გიორგის შესახებ

გიორგი ტუხაშვილი საქართველოს ტექნოლოგიურ სისტემაში 2008 წლიდან მოღვაწეობდა, თუმცა, აქტიურად სტარტაპების განხრით მუშაობა დაიწყო 2016 წლიდან. Მისი ერთ-ერთი პირველი პროექტი იყო აშშ-ს საელჩოსთან ერთად meetup სერიები, სადაც განიხილებოდა საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემების არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და შესაძლებლობები. 2017 წელს კი, ისევ აშშ საელჩოს ეგიდით ასწავლიდა სკოლის მოსწავლეებს სტარტაპის საფუძვლებს.გიორგიმ 2017 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში (YES Georgia (Youth Entrepreneurship School) როგორც მენტორი და ბიზნეს მრჩეველი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საფუძველი ჩაუყარა მეწარმეობის სასწავლო პროგრამებს და ასწავლიდა მეწარმეობის პრინციპებს ახალგაზრდებს. ამ პერიოდის განმავლობაში, მან მენტორობა გაუწია ასზე მეტ სტარტაპს.2018 წლიდან ის გახდა სტარტაპ გრაინდ-ის წარმომადგენლობის, სტარტაპ გრაინდ თბილისის დირექტორი. ის მონაწილეობდა საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის სწორ ჩამოყალიბება-განვითარებაში. Სტარტაპ გრაინდის ეგიდით, წელიწადის განმავლობაში ორგანიზებას უკეთებდა და ხელმძღვანელობდა საქართველოში სტარტაპებისა და მეწარმეობის თემაზე შეხვედრების ციკლს. ამ შეხვედრებზე, ის მოწვეულ სპიკერებთან ერთად განიხილავდა და აცნობდა საზოგადოებას როგორც საქართველოს, ასევე, გლობალურ ეკოსისტემაში უახლოეს თემებს, გამოწვევებს და მიღწევებს. Ხოლო ნეთვორქინგის საშუალებით, აკავშირებდა საერთო ინტერესების მქონე პიროვნებებს ერთმანეთთან, როგორც მეგობრული, ასევე, ურთიერთ თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, ქართულ თუ უცხოურ საზოგადოებაში. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია მის მიერ Pulsar Ai-სა და ამერიკაში მცხოვრები ქართველი ინვესტორის, ჯორჯ არისიონის ერთმანეთთან დაკავშირება, რომლის შედეგად, აღნიშნულმა კომპანიამ მოიძია დაფინანსება, განვითარდა და პირველი ქართული სტარტაპი გახდა, რომელიც შეისყიდა კომპანია Spincar-მა მულტი მილიონ დოლარად. დღემდე, აღნიშნული წარმატება ქართული სტარტაპების ისტორიაში უპრეცედენტოა. კომპანია დღემდე წარმატებით მოღვაწეობს აშშ-ის ბაზარზე. Აღნიშნულმა ქეისმა გამოიწვია ქართული სტარტაპებით სხვა საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება.2018 წელს, გიორგიმ სტარტაპ გრაინდის ქოლგის ქვეშ ორგანიზება გაუკეთა ქართველი სტარტაპების ერთ-ერთ პირველ გასვლას სილიკონის ველზე, სადაც იქაურ სტარტაპ ეკოსისტემას გააცნო ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები. თუმცა, ამით არ შემოფარგლულა მსფოლიოსთვის ქართული სტარტაპების წარდგენით. იგი 2018, 2019, 2020, 2022 წლებში იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი ქართველი სტარტაპერების დელეგაციისა როგორც სილიკონის ველზე, ასევე ლონდონში. Გასვლითი ღონისძიებები მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ტექ სფეროსთვის, რადგან სტარტაპებმა შეძლეს გაცნობოდნენ მეწარმეობის და სტარტაპების მსოფლიო პრაქტიკას, გამოწვებსა და შესაძლებლობებს, გაეფართოვებინათ ბიზნესის წარმოების მსოფლმხედველობა, დაემყარებინათ საჭირო კონტაქტები პოტენციურ პარტნიორ/ინვესტორებთან.Გარდა გასვლითი ღონისძიებებისა, მისი უშუალო ძალისხმევით ჩატარდა ყველაზე დიდი რეგიონალური კონფერენცია საქართველოს უახლოეს ისტორიაში. Სტარტაპ გრაინდის Მსოფლიო სტატისტიკით, ყველაზე მეტი დამსწრე სილიკონ ველისა და ლონდონის კონფერენციის შემდეგ იყო სწორედ თბილისში, 2019 წელს, სადაც Startup Grind Europe-Asia Connect ღონისძიებას დაესწრო 1,500-ზე მეტი ადამიანი. Ასევე, კოვიდის დროს პირველმა უმასპინძლა გრაინდის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ონლაინ კონფერენციას, რომელსაც 3,500-მდე მონაწილე ესწრებოდა. სპიკერებად კი სხვადასხვა დროს მოწვეული იყვნენ ისეთი ტექ ლიდერები, როგორებიც არიან Guy Kawasaki, Steve Blank, Luke Kowalski(Oracle), Amrit Dhir (Google), Sheel Mono (500 Startups)t, Bill Reichert (Pegasus Tech Ventures),, Sacha Michaud ( Glovo), Ken Singer (UC Berkeley Center for Entrepreneurship), Andy Schabelman (Uber), Deborah Magid (IBM Venture Capital Group), Derek Andersen (Startup Grind Global) და სხვა. Აღნიშნული ღონისძიებების მეშვეობით, საქართველო და ქართული ტექ ეკოსისტემა გაიცნო და პირველად გაჩნდა მსოფლიო სტარტაპების რუკაზე და ასობით ინვესტორის, აქსელერატორის, ინკუბატორის თუ სტარტაპ ეკოსისტემისთვის საჭირო უამრავი მონაწილის დაინტერესება გამოიწვია. გიორგი დაუღალავად აკავშირებდა ქართულ სტარტაპებს საჭირო საერთაშორისო კონტაქტებს.დაგროვილმა გამოცდილებამ გიორგის მისცა საშუალება, რომ გარდა სტარტაპების მენტორობისა, გამხდარიყო მათი შემფასებელი კომისიის წევრი. კერძოდ იგი იყო 2021 წელს ჯიტაში პროტოტიპების გრანტის, 2022 წელს მედიალაბის იდეადრომის შეჯიბრების და ასევე 2022 წელს აწარმოე საქართველოს მცირე გრანტების შემფასებელი ჟიურის წევრი.გიორგი ტუხაშვილი ზოგადად ეკოსისტემის განვითარების გარდა, იყო მისი აქტიური მონაწილეც. Მისი დაფუძნებულია Georgian Wine Finder აპლიკაცია, რომელიც გათვლილი იყო იმ უცხოელებზე, რომლებიც შეიძლება დაინტერესებულიყვნენ ქართული ღვინით. Გიორგიმ შექმნა აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც უცხოელები შეძლებდნენ მარტივად შეეფასებინათ და დაემახსოვრებინათ მათთვის საყვარელი ქართული ღვინოები. სხვადასხვა ქვეყნების საცალო ვაჭრობის პარტნიორობის მეშვეობით კი, საშუალება ჰქონოდათ, შეეკვეთათ ღვინოები აპლიკაციაში და მიეღოთ ისინი ადგილზე. Საწყისი ეტაპი (დეგუსტაციები, მოლაპრაკებები ღვინის ფესტივალთან და სხვა პარტნიორებთან) დაწყებული იყო, თუმცა, სამწუხაროდ კოვიდმა ეს ყველაფერი გააჩერა. ამჟამად მიმდინარეობს გარკვეული მობილიზება აპლიკაციის კვლავ ამუშავებისა და ხელმისაწვდომობისთვის საქართველოს აეროპორტებში შემოსული ყველა ვიზიტორისთვის.ქართველი სტარტაპ ეკოსისტემის ფართო საზოგადოება 2021 წლიდან გიორგის იცნობს, როგორც სტატაპ “KERNEL”-ის თანადამფუძნებელს/აღ. დირექტორად. ეს არის ფინანსური სტარტაპი, რომელიც ავტომატიზაციას უკეთებს რიგ ბუღლატრულ და ფინანსურ ოპერაციებს მცირე და საშუალო ბიზენსის წარმომადგენლებისთვის. ამ აპლიკაციის სამიზნე აუდიტორია არის ინდოეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, სადაც მცირე გათვლებითაც კი სამიზნე აუდიტორია აჭარბებს 70 მილიონს. გიორგი უნაკალური ხიდი იყო ამ სტარტპაში, რადგან მასში თავს იყრიდა როგორც ტექნოლოგიური პროფესიონალიზმი, ასევე, ფინანსური და საბანკო სისტემის ცოდნა. იგი ჯამურად 9+ წელი მუშაობდა თიბისი ბანკში, სადაც მის მიერ შექმნილმა პროექტებმა ბანკს მოუტანა რამოდენიმე მილიონი დოლარის შემოსავალი.Გარდა პროფესიული მიღწევებისა, გიორგი გამორჩეული იყო პიროვნული თვისებებითაც. Მას ყოველთვის ახსოვდა, რომ იყო საქართველოს შვილი და უნდა ყოფილიყო მის სამსახურში. Ამის მაგალითია მისი რეზერვისტობა და მზაობა 2008 წელს ომში წასვლაზე. თუმცა, სანამ ბიუროკრატიულად მისი ჯერი მოვიდა, ომიც დასრულდა. მისი ღვინის აპლიკაციაც სწორედ რომ საქართველოს კულტურის ნაწილის უცხოელებისთვის გაცნობის მიზნით შეიქმნა.ის ასევე უნიკალურად ახერხებდა ტრადიციებისა და თანამედროვეობის შერწყმას. Ბავშვობიდანვე იზრდებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში სტიქაროსნად, შემდგომ იყო მედავითნე. Გიორგი ახალგაზრდა დაოჯახდა და იყო ოთხი შვილის მამა. Მისთვის ყოველდღიურობა იყო ბავშვებზე ზრუნვა. Მისი კოლეგები იხსენებენ, რომ ხშირად ონლაინ ჩართვის დროსაც კი პატარა ხელში ეკავა. Გიორგისთვის არასოდეს ყოფილა მნიშვნელოვანი სიმდიდრის და ცნობადობის მოხვეჭა. Მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო რომ ისეთი საქმე ეკეთებინა, რაც გარშემომყოფების ყოველდღიურობას და საბოლოოდ სამყაროს უკეთებისკენ შეცვლიდა.გიორგი ცხოვრობდა პიროვნული მსხვერპლისა და სხვებისთვის სამსახურის გაწევის წესით. Ყოველთვის მზად იყო სხვებს დახმარებოდა, იცობდა მათ დიდი ხანი თუ პირველად ხვდებოდა. მას გათავისებული ჰქონდა სტარტაპ გრაინდის ღირებულებები: Help others, Give First, Make friends not contacts. იგი წარმოადგენდა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან „ფარულ“ ლიდერს, მისი შთაგონებითა და პრაქტიკული დახმარებით ათასობით ადამიანზე მოახდინა გავლენა, მაგრამ ისე, რომ თავისუფალი იყო „თვითრეკლამისა“ და ეგოიზმისგან.გიორგი ასევე გამორჩეულად დასამახსოვრებელი იყო ადამიანებთან ურთიერთობებში. ამის მაგალითია ის, რომ მან მოახერხა და 10, 000 კაციან სტარტაპ გრაინდის მსოფლიო ღონისძიებაზე ყველაზე მოთხოვნადი და საინტერესო გვერდითა ივენთი გახადა ე.წ. “ქართველების წვეულება”, რომელსაც სათავე ჩაეყარა 2018 წელს. პირველივე ჩასვლაზე მან შეკრიბა 50 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობის დირექტორები, ჩაყვანილი და ადგილობრივი ქართული დიასპორა. Მან მოახერხა იმ სითბოთი და სტუმარპასპინძლობით (მათ შორის ქართული ღვინის შეთავაზებით) თავი დაემახსოვრებინა ყველასთვის. Შემდეგ წლებში, დამსწრე საზოგადოების რაოდენობა გეომეტრიულად იზრდებოდა. Სწორედ ამიტომ, სილიკონის ველზე დღემდე იხსენებენ გიორგის და ქართულ სტუმართმასპინძლობას.გიორგი გამორჩეული იყო იმითთაც, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო თვით-განვითარება და განათლება. Მიუხედავად მისი დაკავებულობისა, გარდა პროფესიული წინსვლისა, ახერხებდა წელიწადში 200-მდე წიგნის წაკითხვას. Იგი სხვებსაც მოუწოდებდა ემუშავათ საკუთარ თავზე. Იქნებოდა ეს პროფესიული თუ პიროვნული თვისებების გაუმჯობესებით. Დამოუკიდებლად შეისწავლა არაბული, ინდური და გეგმავდა ჩინური ენის შესწავლასაც.დიდ ყურადღებას უთმობდა ჯასაღი ცხოვრების წესს. Ბავშვობიდან იყო სპორტით დაკავებული. Პროფესიონალის დონეზე სრიალებდა თხილამურებზე. 12 წლის ასაკში შევიდა წყალბურთზე და იყო ახალგაზრდული ნაკრების წევრიც. თუმცა, სტუდენტობის დროს მოუწია ამ სპორტთან დამშვიდობება, რადგან მისთვის განათლება იყო უპირველესი.გიორგი ტუხაშვილმა დაამთავარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტი როგორც ბაკალავრიატი, ასევე მაგისტრატურა წარჩინებით.2024 წლის 30 ივნისს, გიორგის მეგობრებმა დააფუძნეს და პირველად ჩაატარეს გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას, ღირებულებებზე დაფიძნებული ტექნოლოგიური მეწარმეობის წახალისებას და ასე შემდეგ. ღონისძიებას ყოველწლიური სახე ექნება და ყოველთვის 30 მაისს ჩატარდება, სიმბოლურად, გიორგის დაბადების დღეს!გიორგის მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა. იგი 2024 წლის იანვარში სათხილამურო ტრასაზე სრიალისას ტრაგიკულად გარდაიცვალა. გამოძიება მისი გარდაცვალების შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

Giorgi's Qualities: Glimpses of His Inner Light

SELFLESS LEADER

Giorgi was not just a skillful, visionary, and capable leader – he used his qualities to serve others with unwavering dedication. His spirituality translated into action, making service a natural extension of his being, not an obligation. Giorgi lived by the mantra, "Give first, make friends, help first," and his values remained constant throughout his life.

STARTUP CHAMPION

Giorgi believed in the transformative power of startups. He wasn't just a founder but a passionate supporter of other entrepreneurs, pushing them to grow and challenge themselves. He was a role model who embodied the spirit of innovation and collaboration.

DEVOTED FAMILY MAN

Despite constant work-related commitments, Giorgi always prioritised his family. He was a loving husband and father of four, making time for bedtime stories and sharing his day with his wife. Everyone who knew Giorgi felt the depth of his dedication to his loved ones.

LIFELONG LEARNER & KNOWLEDGE SHARER

Giorgi possessed voracious curiosity and a thirst for knowledge. He constantly sought self-improvement, and the wisdom he gained always found its way back to others. Even during busy periods, he maximised his time and assiduously devoured audiobooks and podcasts at double speed.

MIND-BODY ADVOCATE

Giorgi understood the connection between physical well-being and mental clarity. He pushed himself physically, becoming an example of dedication and resilience. He was renowned for his ability to test the limits of work-related commitments and overdeliver. And it all served a greater purpose – to maximise his impact on the world.

გიორგის თვისებები

უანგარო ლიდერი

გიორგი არ იყო მხოლოდ ნიჭიერი, შორსმჭვრეტელი, და უნარიანი ლიდერი — იგი თავის თვისებებს სხვების სამსახურში ერთგულებით იყენებდა. გიორგი ცხოვრობდა მანტრით: „პირველ რიგში გაეცი, გაიჩინე მეგობრები, უპირველეს ყოვლისა დაეხმარე სხვებს“, და მისი ღირებულებები მთელი ცხოვრების განმავლობაში უცვლელი დარჩა.

სტარტაპების მხარდამჭერი

გიორგის სჯეროდა სტარტაპების ტრანსფორმაციული ძალის. ის არ მხოლოდ ერთ-ერთი სტარტაპის თანადამფუძნებელი, მაგრამ ასევე ენთუზიაზმით აღსავსე მხარდამჭერი სხვა სტარპერების და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მათ განვითარებაში. ის იყო მისაბაძი ადამიანი, რომელიც ასახავდა ინოვაციის და კოლობორაციის სულისკვეთებას.

თავდადებული მეოჯახე

მუდმივი მეწარმეული ვალდებულებების მიუხედავათ, გიორგი ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდა თავის ოჯახს. გიორგის თავდადება თავის ოჯახის მიმართ ყოველთვის რეზონანს ახდენდა მის მეგობრებს და კოლეგებს შორის.

ცოდნის მოყვარე და გამზიარებელი

გიორგის ჰქონდა დაუცხრომელი ცნობისმოყვარეობა და სწრაფვა თვითგანვითარებისკენ. ყველაზე დატვირთულ პერიოდებშიც კი ახერხებდა დროის მაქსიმალურად გამოყენებას. ის აუდიოწიგნებსა და პოდკასტებს ორმაგ სიჩქარეზე უსმენდა და მიღებულ ცოდნას უზიარებდა თავის მეგობრებს და კოლეგებს.

გონების და სხეულის ბალანსის მიმდევარი

გიორგი სრულად აფასებდა კავშირს ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს შორის. მას ჩვეოდა თავისი შესაძლებლობების ლიმიტის გამოცდა და მოლოდინების გადაჭარბება. და ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმას, რომ თავისი პოზიტიური გავლენა სამყაროზე მაქსიმალურად გაეზარდა.

gt (giorgi tukhashvili) startup awards 2025

GT (Giorgi Tukhashvili) Startup Awards is a startup award to commemorate Giorgi Tkhashvili’s life and the impact he has made to make the world a better place!The startup award aims to popularise shared values, incentivise high-tech entrepreneurship, bring together the startup community in Georgia, and fill the critical gap of the recognition component in the startup ecosystem:

1. Perpetuate Giorgi's legacy: By recognising and rewarding outstanding achievements in the startup community, his values and principles will continue to inspire future generations.
2. Fill a critical gap: Georgia lacks independent awards that celebrate founders and stakeholders, hindering recognition and support.
3. Promote shared values: The awards will celebrate individuals and startups embodying the values Giorgi championed, such as leadership, innovation, and social responsibility.
4. Fuel tech entrepreneurship: The awards will celebrate individuals and startups embodying the values Giorgi championed, such as leadership, innovation, and social responsibility.
5. Unite the community: Just as Giorgi believed, the awards aim to foster connections and collaboration within the vibrant Georgian entrepreneurial community.

The 2025 GT Startup Awards will be held symbolically on Giorgi’s birthday, May 30, 2025.

The theme of this year’s award is entrepreneurship, one of Giorgi’s distinguished qualities. Giorgi’s friends and colleagues will discuss and showcase the inner force that drove Giorgi’s entrepreneurial spirit and zest.

This year’s award has 4 nominations - the applications are open for both self-nominations and for nominating others.

🏆 Ecosystem Hero: An individual who embodies humble, values-driven leadership – someone who works selflessly to support others, without seeking personal gain or self-promotion. As a servant leader, they lead first and foremost by example, through their actions and contributions, inspiring both themselves and the broader startup ecosystem.🏆 Boldest Startup: This award is designated for a startup with the goal of empowering technology-driven ventures. In this category, we seek to recognize the startup that has made the most significant and systemic progress toward its ambitious objectives over the past year.🏆 Supper Connector: This individual award is designed to recognize someone who has made an exceptional contribution to connecting people in pursuit of their ambitious startup goals.🏆 Growth Catalyst: A startup investor or a mentor who provides startups a value-add besides capital - someone who creates opportunities by opening channels to new stakeholders, opening access to new markets, providing mentorship with their expertise, or in other meaningful ways.

As last year’s inaugural award, this year’s main sponsor is TBC for Business.The prizes will include GEL 5,000 travel grants to international startup conferences, long-term mentorship, etc.

The deadline for submitting nominations passed on May 16, 2025. The winners will be announced at the awards ceremony.

Please join us and let's celebrate Giorgi by continuing to embody his spirit. Let's find joy in the memories he left behind and strengthen his legacy by carrying his values forward. His life serves as a powerful reminder that we all have the power to cultivate our own light and use it to impact the world around us positively.

გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება 2025

გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება GT Startup Awards იმართება გიორგის სახელის უკვდავსაყოფად და იმ სიკეთისთვის, რასაც იგი სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლისთვის აკეთებდა!დაჯილდოება ტარდება ყოველ წელს 30 მაისს, სიმბოლურად, გიორგის დაბადების დღეზე.დაჯილდოების მიზანია გაზიარებული ღირებულებების პოპულარიზაცია, ტექნოლოგიური მეწარმეობის წახალისება, სტარტაპ საზოგადოების გაერთიანება და აღიარებითი კომპინენტის კრიტიკული დანაკლისის შევსება სტარტაპ ეკოსისტემაში.1. გიორგის სახელის უკვდავყოფა: გიორგის ღირებულებების წინ წამოწევით და წახალისებით, გაგრძელდეს და განვითარდეს მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა.2. კრიტიკული დანაკლისის შევსება ეკოსისტემაში: საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემას ჰყავს არაჩვეულებრივი ადამიანები, რომელთა საქმიანობაც აღნიშვნის ღირსია. ჩვენ დავაგვიანეთ გიორგის აღიარება, მაგრამ გვსურს არ დავაგვიანოთ სხვა შემთხვევებში. გვჯერა, ყველა სიკეთის მკეთებელი იმსახურებს აღიარებას და მადლიერებას საზოგადოებისგან!3. გაზიარებული ღირებულებების პოპულარიზაცია: ვაღიაროთ ინდივიდები და სტარტაპები, რომლებიც განასახიერებენ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა სიკეთე, ლიდერობა, ინოვაცია და სოციალური პასუხისმგებლობა. ყოველივე ამით, შთავაგონოთ მომავალი თაობები, გააგრძელონ ღირებულებებზე დაფუძნებული საქმიანობა;4. ტექნოლოგიური მეწარმეობის წახალისება: დაჯილდოება წარმატებულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს წარმოაჩენს, რაც ხელს შეუწყობს და წაახალისებს მათ შემდგომ ზრდას და განვითარებას;5. სტარტაპ საზოგადოების გაერთიანება: ჯილდოები მიზნად დაისახავს ისეთი ადამიანების წარმოჩენას, რომელთა საქმიანობაც საჭირო ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას და ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს, ჩვენს ენერგიულ სამეწარმეო საზოგადოებაში.წლევანდელი ღონისძიების თემატიკა იქნება გიორგის ერთ-ერთ გამორჩეული თვისება: გიორგი როგორც ანტრეპრენერი. გიორგის მეგობრები, რომლებიც აღნიშნული დაჯილდოების ორგანიზატორები არიან, საზოგადოებას გააცნობენ თუ რაში მდგომარეობდა გიორგის ანტრეპრენერული სულისკვეთება და რა იყო ამის შინაგანი მამოძრავებელი ძალა.2025 წლის დაჯილდოებაზე მოიცავს 4 ნომინაცია, რომლებიც ღიაა ყველასთვის როგორც საკუთარი თავის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის. არის როგორც ინდივიდუალური, ასევე ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი ნომინაციები. შემოსული განაცხადების საფუძველზე, გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური. გაიცანით წლევანდელი ნომინაციის კატეგორიები:🏆 Ecosystem Hero: ეს არის ინდივიდისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია აღმოაჩინოს ფარული ლიდერი, თავმდაბალი და ღირებულებების მატარებელი ადამიანი. ადამიანი, რომელიც სხვების მხარდაჭერით არის დაკავებული პირადი ინტერესების ან თვით-პიარის გარეშე. როგორც უანგარო ლიდერი, ის პირველ რიგში თავისი ქმედებებით და საქმიანობით მაგალითს აძლებს თავისი გუნდის წევრებს და სტარტაპ ეკოსისტემას.
🏆 Boldest Startup: ეს არის სტარტაპისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია ტექნოლოგიური სტარტაპების გაძლიერება. ამ კატეგორიაში, გვსურს ვაღიაროთ კომპანია, რომელმაც წლის მანძილზე მახდინა მნიშვნელოვანი და სისტემური პროგრესი მისი დიდი ბიზნეს მიზნების გზაზე წლის განმავლობაში.
🏆 Super Connector: ეს არის ინდივიდისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია აღიაროს ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ადამიანების დაკავშირებაში მათი დიდი სტარტაპ მიზნების მისაღწევად.
🏆 Growth Catalyst: ეს არის სტარტაპ ინვესტორისა და მენტორისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია აღიაროს ადამიანი, რომელიც სტარტაპისთვის აკეთებს სტანდარტულზე მეტს. ადამიანი, რომელიც არის სტარტაპისთვის შესაძლებლობების შემქმნელი მათთვის ახალი კავშირების დამყარების, ახალ ბაზრებზე წვდომის გახსნის, საკუთარი ექსპერტიზით მენტორინგის, თუ სხვა კუთხით.
როგორც გასულ წელს, ღონისძების მთავარი სპონსორია თიბისი ბიზნესისთვის.⛔განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 16 მაისი, 2025.დაჯილდოება დაკავშირებულია მნიშვნელოვან პრიზებთან, როგორებიცაა: 5 ათას ლარიანი სამოგზაურო გრანტი საერთაშორისო სტარტაპ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, გრძელვადიანი მენტორინგი, და სხვა.ერთობლივი თანამშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ გიორგის მემკვიდრეობის გაგრძელება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის მშენებლობისთვის. ეს დაჯილდოება იქნება მუდმივი შეხსენება მომავალი თაობებისთვის, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ძალა, შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ.

gt (giorgi tukhashvili) startup awards 2024

On June 30, 2024, the inaugural GT (Giorgi Tukhashvili) Startup Award was held in Stamba Hotel, Tbilisi, Georgia.The GT Startup Awards event commenced with the premiere of the short documentary on Giorgi Tukhashvili, through which his friends portrayed the values he stood for and his immense contribution to Georgia’s startup ecosystem. The emotional short documentary was followed by the panel session with the participation of Giorgi’s friends, further elaborating on why it is important to incentivise value-based entrepreneurship in future generations.The culmination of the event was the startup awards ceremony. This year, it showcased 8 categories designated for individuals and organisations.

The jury identified the winners in the following categories:
🏆 Ecosystem Hero - winner: David Chechelashvili
🏆 Startup Gemini - winner: Nikoloz Gogochuri
🏆 Mindful Founder - winner: Giorgi Vadachkoria
🏆 Boldest Startup - this category had two winners, a male-founded startup - Elven Technologies, and a female-founded startup - Lawformer
🏆 Teen Founder - winner: Giorgi Sheshaberidze
🏆 Impact Startup - winner: Phubber
🏆 Super Connector - winner: Nana Dikhaminjia
🏆 Super Angel - winner: Dachi Choladze

In addition, Colin Donohue (Startup Grind) received a special mention for the contribution made towards the development of Georgia’s startup ecosystem, and so did Axel, Georgian Angel Investor Network, for its contribution towards angel investing in Georgia. Detailed information about nominees and winners of each category will be published on the social media channels of the event.

Startuperi, a TBC Bank programme, is the main sponsor of the GT Startup Awards.

Partners: Stamba / D Block, The Crossroads, Nexia TA, Start Business Solution, Polaris Finance, GB & Partners, Step Academy, Wowchy, Startup Grind Tbilisi, Globalize, Windfors, and Teliani Valley.

Moving forward, the GT Startup Awards will be conducted annually, symbolically on Giorgi’s birthday, May 30.

გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება 2024

2024 წლის 30 ივნისს, თბილისში, “სტამბა”-ში, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება GT Startup Awards პირველად გაიმართა.ღონისძიება გიორგი ტუხაშვილის შესახებ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ვედიეოთი გაიხსნა, რითაც მეგობრებმა წარმოაჩინეს გიორგის პორტრეტი - მისი ღირებულებები და სტარტაპ ეკოსისტემაში შეტანილი წვლილი. ემოციურ ვიდეოს მოყვა პანელური სესია გიორგის მეგობრების მონაწილეობით, სადაც განავრცეს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ღირებულებებზე დაფუძნებული მეწარმეობის წახალისება მომავალ თაობებში.ღონისძიების კულმინაცია კი იყო სტარტაპ დაჯილდოება, რომელიც წელს 8 ნომინაციით იყო წარმოდგენილი. მოხდა როგორც ინდივიდების, ასევე სტარტაპების დაჯილდოება, შესაბამის კატეგორიებში.

გამარჯვებულები ჟიურის მიერ გამოვლინდა და ესენი არიან:
🏆 Ecosystem Hero - გამარჯვებული: დავით ჩეჩელაშვილი
🏆 Startup Gemini - გამარჯვებული: ნიკოლოზ გოგოჭური
🏆 Mindful Founder - გამარჯვებული: გიორგი ვადაჭკორია
🏆 Boldest Startup - ნომინაციას ჰყავდა ორი გამარჯვებული, კაცის მიერ დაფუძნებული სტარტაპი - Elven Technologies ქალის დაფუძნებული სტარტაპი - Lawformer
🏆 Teen Founder - გამარჯვებული: გიორგი შეშაბერიძე
🏆 Impact Startup - გამარჯვებული: Phubber
🏆 Super Connector - გამარჯვებული: ნანა დიხამინჯია
🏆 Super Angel - გამარჯვებული: დაჩი ჭოლაძე

აქვე, სპეციალური მადლობა (Special Mention) ეკოსისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაუხადეს კოლინ დონოჰიუს, (სტარტაპ გრაინდი) და AXEL-ს, საქართველოში სტარტაპ ინვესტიციების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ნომინანტების შესახებ სრული ინფორმაცია გამოქვეყნდება ღონიესძიების გვერდზე სოციალურ ქსელში.

ღონისძიების მთავარი სპონსორი იყო თიბისის პროგრამა სტარატპერი. Ხოლო პარტნიორები იყვნენ: Stamba / D Block, The Crossroads, Nexia TA, Start Business Solution, Polaris Finance, GB & Partners, Step Academy, Wowchy, Startup Grind Tbilisi, Globalize, Windfors, and Teliani Valley.

GT Startup Award-ს ყოველწლიური ხასიათი ექნება და სიმბოლურად 30 მაისს, გიორგის დაბადების დღეს ჩატარდება.

Beka Erelashvili, Giorgi's friend, produced and directed this short documentary. It showcases the values that Giorgi stood for and his immense contribution to Georgia's startup ecosystem. The documentary premiered at the inaugural GT Startup Awards on June 30, 2024.

მოკლემეტრაჟიანი დოკომენტური ფილმი გადაღებულია გიორგის მეგობრის, ბექა ერელაშვილის მიერ. ის წარმოაჩენს გიორგის პორტრეტს – მის ღირებულებებს და სტარტაპ ეკოსისტემაში შეტანილ წვლილს. დოკომენტური ფილმის პრემიერა შედგა 2024 წლის 30 ივნისს, გიორგი ტუხაშვილის სახელობის თავდაპირველ სტარტაპ დაჯილდოებაზე.

შეგიძლიათ შეიტანოთ თქვენი წვლილი გოირგის ოჯახის მხარდსაჭერად და გააკეთოთ დონაცია.ქვემოთ მოვემულია გიორგის დის, თამარ ტუხაშვილის, საბანკო ანგარიშების დეტალები, რომლებიც მხოლოდ დონაციების ჩარიცხვის მიზნისთვის არის გახსნილი.მიმღები: თამარ ტუხაშვილიმიმღების მისამართი:ზაზა ბენდელიანის ქუჩა 19, თბილისი, 0160, საქართველოანგარიშის სახელი: For Georgeთიბისის ანგარიში (ლარი, დოლარი, ევრო): GE80TB7836545064300037თიბისის SWIFT: TBCBGE22საქართველოს ბანკი (ლარი, დოლარი, ევრო): GE67BG0000000607686853საქართველოს ბანკის SWIFT: BAGAGE22Wise-ს ანგარიში: @tamart105